Posts

Showing posts from October, 2017

ქარრთული ენისა და ლიტერატურის ტესტი მე-9 კლასისათვის

1.(4ქ) ავთანდილი თავის ანდერძში წერს: „თუ საწუთრომან დამამხოს, ყოვილისა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად,ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა დავერცა მასანდობელმან, მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-ლმობელმან. ა.(1ქ) როგორ ახასიათებს ავტორი წუთისოფელს ამ სტროფის მიხედვით? ______________________________________________________________________________________ ბ.(1ქ) ამოიწერეთ სტროფიდან სიტყვა, რომელიც აღნიშნავს უცხო ქვეყანაში გადახვეწილს. ______________________________________________________________________________________ გ.(1ქ)  განმარტეთ, რას ნიშნავს ,,ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა“ ______________________________________________________________________________________ დ.( 1ქ) ამოიწერეთ სტროფიდან სიტყვა,რომლითაც მეფეა დახასიათებული. ______________________________________________________________________________________ 2(2ქ.)    რა მხატვრული ხერხია გამოოყენებული? ა. (1ქ.) ,, როგორც კრუხი წიწილას, ისე დამტრიალებდა .” _______...

გაკვეთილის გეგმა ,,მარიტა"

    გაკვეთილის გეგმა - ქართული ენა და ლიტერატურა        გაკვეთილის თემა გიორგი ლეონიძის მოთხრობა ,,მარიტა“ - ,, პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტი ” სასწავლო საფეხური საშუალო საფეხური VIII ა კლასი მოსწავლეთა პროფილი კლასში 25 მოსწავლეა, ხოლო განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლე ერთი. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა მოსწავლეები ჩაუღრმავდებიან ადამიანის მორალურ მხარეებს. გაიაზრებენ ბრბოს ფსიქოლოგიასა და გააცნობიერებენ ადამიანის სულიერი მშვენიერების მნიშვნელობას. გაკვეთილის მიზნები და შედეგები მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ ტექსტის მთავარი სათქმელს. შეძლონ ტექსტის პრობლემისა და  იდეის გამოკვეთა, არგუმენტირებული მსჯელობით ჩამოაყალიბონ საკუთარ შეხედულებები. განუვითარდეთ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები V...

დისტოპიური ჟანრი ლიტერატურასა და კინოში

დისტოპიური ჟანრი ლიტერატურასა და კინოში რუსუდან ინასარიძე სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნის შესაბამისად პროგრამა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბელა წიფურია , დოქტორი, პროფესორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2016 განაცხადი როგორც წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შეაბამისად. რუსუდან ინასარიძე თარიღი: აბსტრაქტი ნაშრომში წარმოდგენილია ანტიუტოპიური ჟანრის ჩამოყალიბების პროცესები და მისი გავლენა ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაზე. ამიტომ ნაშრომის მიზანია შეადაროს/შეაპირისპიროს ერ...