გაკვეთილის გეგმა ,,მარიტა"

   გაკვეთილის გეგმა - ქართული ენა და ლიტერატურა
      

გაკვეთილის თემა
გიორგი ლეონიძის მოთხრობა ,,მარიტა“ - ,,პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტი
სასწავლო საფეხური
საშუალო საფეხური VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 25 მოსწავლეა, ხოლო განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლე ერთი.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები ჩაუღრმავდებიან ადამიანის მორალურ მხარეებს. გაიაზრებენ ბრბოს ფსიქოლოგიასა და გააცნობიერებენ ადამიანის სულიერი მშვენიერების მნიშვნელობას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ ტექსტის მთავარი სათქმელს. შეძლონ ტექსტის პრობლემისა და  იდეის გამოკვეთა, არგუმენტირებული მსჯელობით ჩამოაყალიბონ საკუთარ შეხედულებები. განუვითარდეთ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
VIII.1. VIII. 2. VIII.7. VIII.10
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს წაკითხული აქვთ გიორგი ლეონიძის ბიოგრაფია და მოთხრობა ,,მარიტა“ . ნანახი აქვთ გიორგი აბულაძის ფილმი ,,ნატვრის ხე“
თანამიმდევრობა
1.       კლასის ორგანიზება (2წთ)
Iფაზა: ქართულის მასწავლებელი კითხვა პასუხის რეჟიმში გამოიკითხავს წინარე ცოდნას.  ასოციაციური რუკის დახმარებით მოსწავლეებს სთხოვს განმარტონ სიტყვები ,,პიროვნება“ და ,,საზოგადოება“  15 წთ

II ფაზა: გამართავს დისკუსიას თემებზე:
1.       როგორ ექცევა საზოგადოება გამორჩეულ პიროვნებას?
·         როგორ მოექცა სოფელი მარიტას? ინანა თუ არა სოფელმა თავისი საქციელი? საიდან ჩანს ეს?
·         რა როლი შეასრულა ციციკორემ მარიტას ცხოვრებაში? რომელ წეს-კანონს ემორჩილებოდა იგი? ჰქონდა თუ არა უფლება ასე უხეშად ჩარეულიყო სხვის ცხოვრებაში?
2.       მარიტა ჩვეულებრივი ადამიანი რომ ყოფილიყო, არაფრით გამორჩეული, თქვენი აზრით, როგორ მოექცეოდა მას სოფელი?
3.       ჩვენი როლი სხვის ცხოვრებაში.  25 წთ.

III ფაზა: საშინაო დავალება. მასწავლებელი მოსწავლეებს დაავალებს დაწერონ ესე: ,,გამორჩეული ადამიანები ბრბოს აგრესიულ ზემოქმედებას ვერაფრით აერიდებიან, რადგან საზოგადოება გამორჩეულ ადამიანებს კეთროვანივით ირიდებს
3 წთ.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
1.ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო. წიგნი, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი.

Comments

Popular posts from this blog

ქარრთული ენისა და ლიტერატურის ტესტი მე-9 კლასისათვის

შემაჯამებელი წერა ,, მე-8 კლასი ,, მარიტა", ,,ეშმაკის ქვა"